წესები და პირობები

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განმარტავს ჩვენს მეთოდებსა და პრაქტიკას,
მათ შორის, თქვენს არჩევანს, სერვისის გამოყენებასთან დაკავშირებით გარკვეული
ინფორმაციის, მათ შორის, თქვენი პირადი ინფორმაციის შეგროვების, გამოყენების და
გამჟღავნების შესახებ.
როგორ ვაგროვებთ ინფორმაციას
ჩვენ ინფორმაციას ვაგროვებთ უშუალოდ თქვენგან, თქვენი მითითებით ან თანხმობით;

ჩვენ მიერ შეგროვებული ინფორმაციის სახეები
ჩვენ მიერ შეგროვებული პირადი ინფორმაციის სახეები მოიცავს:
• საკონტაქტო ინფორმაცია, როგორიცაა სახელი, ელ.ფოსტის მისამართი, საფოსტო
მისამართი და ტელეფონის ნომერი;
• დემოგრაფიული ინფორმაცია, როგორიცაა დაბადების თარიღი, სქესი და საფოსტო კოდი;
• მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომელიც შეგიძლიათ შექმნათ ჩვენთან;
• გამოყენების შესახებ ინფორმაცია, როგორიცაა რა კონტენტს ათვალიერებთ, კონტენტის
ნახვის დაწყების და დასრულების დრო და სხვა მსგავსი ინფორმაცია;
• საგადახდო ინფორმაცია;
• ინფორმაცია გეოლოკაციის შესახებ;
• ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც გადაწყვეტთ, რომ მოგვაწოდოთ სერვისების
გამოყენებასთან დაკავშირებით;
როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას და რა არის გამოყენების
სამართლებრივი საფუძვლები
ჩვენ მიერ შეგროვებულ ინფორმაციას ვიყენებთ შემდეგი მიზნებისთვის:
o სერვისებით თქვენი უზრუნველყოფა, რომლის მიღების მიზნითაც
დარეგისტრირდით;
o ეს აუცილებელია ვებგვერდზე წარმოდგენილი შესაძლებლობის წარმართვისთვის
და ჩვენი ლეგიტიმური ინტერესების დაცვისთვის.

ჩვენ ასევე ვაგროვებთ და ანონიმურად ვაქცევთ ნებისმიერ პერსონალურ ინფორმაციას,
რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ ჩვენს სერვისებთან დაკავშირებით, რათა ეს ინფორმაცია აღარ
იყოს იდენტიფიცირებადი ან თქვენთან დაკავშირებული. აღნიშნულ ერთობლივ და
ანონიმურ ინფორმაციას ვიყენებთ ჩვენი ლეგიტიმური მიზნებისათვის.

არასრულწლოვნები
ჩვენ შეგნებულად არ ვაგროვებთ პირად ინფორმაციას 18 წლამდე ასაკის პირებისგან.
ვინაიდან შემოთავაზებულ აქტივობაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ
არასრულწლოვნებს, ჩვენ აღნიშნულს ვუზრუნველყოფთ მათი კანონიერი
წარმომადგენლების მეშვეობით.
თქვენი უფლებები და არჩევანი
თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ წვდომა თქვენს პირად ინფორმაციაზე და შეცვალოთ ან
განაახლოთ მოძველებული ან არაზუსტი პირადი ინფორმაცია, რომელიც ინახება ჩვენთან.
თქვენ ასევე შეგიძლიათ მოითხოვოთ ჩვენთან არსებული პერსონალური ინფორმაციის
წაშლა თქვენ შესახებ.
გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ იმ საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით, რომელიც
მითითებულია ქვემოთ განყოფილებაში „დაგვიკავშირდით“, თუ გსურთ რომელიმე ამ
უფლებით სარგებლობა ან დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა. თუ კი არსებობს
კანონმდებლობის მოთხოვნა, ჩვენ შეგატყობინებთ, თუ უარს გეტყვით მოთხოვნის
დაკმაყოფილებაზე და შეგატყობინებთ იმ მიზეზებს, რის გამოც ჩვენ არ შეგვიძლია
შევასრულოთ თქვენი მოთხოვნა.
მარკეტინგი
თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ მარკეტინგული ან სხვა კომერციული წერილების
მიღებაზე, ელ.ფოსტის ინსტრუქციის შესაბამისად. თუმცა, მაშინაც კი, თუ თქვენ უარს
იტყვით ამგვარი შეტყობინებების მიღებაზე, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას გამოგიგზავნოთ
არამარკეტინგული სახის შეტყობინებები (მაგალითად, ინფორმაცია ჩვენს
კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ან წესებსა და პირობებში ცვლილებების შესახებ).

უსაფრთხოება
ჩვენ ვიყენებთ შესაბამის ადმინისტრაციულ, ლოგიკურ, ფიზიკურ და მმართველობით
ზომებს, რათა დავიცვათ თქვენი პერსონალური ინფორმაცია დაკარგვის, ქურდობისა და
უნებართვო წვდომის, გამოყენებისა და შეცვლისგან. აღნიშნული ზომები შექმნილია
იმისთვის, რომ უზრუნველყოს თქვენი პირადი ინფორმაციის დამუშავების რისკების
შესაბამისი უსაფრთხოების დონე.

მონაცემთა შენახვა

ჩვენ მიერ თქვენი პირადი ინფორმაციის შენახვის ვადა დამოკიდებულია ბიზნეს-
მოთხოვნილებებსა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებზე. ჩვენ ვინახავთ პირად

ინფორმაციას იმ ვადით, შენახვის რა ვადაც აუცილებელია დამუშავების მიზნებისთვის,
რისთვისაც მონაცემები შეგროვდა, ასევე ნებისმიერი სხვა დასაშვები დაკავშირებული
მიზნისთვის. როდესაც აღარ არსებობს ჩვენ მიერ შეგროვებული პირადი ინფორმაციის

შენახვის საჭიროება, ჩვენ მას ან ანონიმურს ვხდით (ამ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია
გავაგრძელოთ ანონიმური ინფორმაციის შენახვა და გამოყენება) ან უსაფრთხოდ
ვანადგურებთ მას.
კონფიდენციალურობის პოლიტიკის ცვლილება
ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ დროს, ჩვენი შეხედულებისამებრ, გადავხედოთ ან
განვაახლოთ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ნებისმიერი ცვლილება
გამოქვეყნდება აღნიშნულ გვერდზე და გვერდის თავში მიეთითება
კონფიდენციალურობის პოლიტიკის ბოლო ცვლილების თარიღი. თქვენ შეგიძლიათ
გაეცნოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიმდინარე და მოქმედ ვერსიას ნებისმიერ
დროს ამ გვერდის მონახულებით. ჩვენ ასევე შეგატყობინებთ ნებისმიერი არსებითი
ცვლილების შესახებ მოკლე შეტყობინების, ელ.ფოსტის ან სხვა გონივრული
საშუალებების მეშვეობით.
დაგვიკავშირდით
თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა, მოთხოვნა ან პრეტენზია აღნიშნულ
კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ
მისამართზე acachampionship@itstep.ge.