რა არის ADOBE-ის სერტიფიცირებულ პროფესიონალთა მსოფლიო ჩემპიონატი სტუდენტებისთვის?

 Adobe Certified Professional World Championship, რომელსაც Certiport უზრუნველყოფს, არის გლობალური შეჯიბრი სტუდენტების დიზაინერული უნარების შესამოწმებლად Adobe Photoshop-ის და Illustrator-ის გამოყენებით. საუკეთესო სტუდენტები მსოფლიო ჩემპიონატზე მოწვეული არიან თავიანთი ქვეყნის სახელით იმისათვის, რომ შექმნან სპეციალური პროექტი Certiport-ის მიერ არჩეული არაკომერციული კლიენტისთვის. ზოგიერთ ქვეყანაში ან რეგიონში, სტუდენტები ვალდებული არიან მონაწილეობა მიიღონ რეგიონულ ჩემპიონატში. ამ ჩემპიონატის გამარჯვებულები კი შეჯიბრებას მსოფლიო ჩემპიონატზე განაგრძობენ. Adobe Certified Associate (ACA) სერტიფიცირება ამ სტუდენტებს სხვა საფეხურზე გადაიყვანს და მისცემს დამატებით იმპულსს უმაღლეს სასწავლებელში ან სამუშაო სივრცეში შესვლისას

რა არის ADOBE სერტიფიცირება?

Adobe-ის სერტიფიცირებული პროფესიონალის სერტიფიკატი ამტკიცებს პირის ცოდნასა და უნარებს ვიზუალურ დიზაინში. Adobe Certified Associate (ACA) სერტიფიცირება სტუდენტებს სხვა პროფესიულ საფეხურზე გადაიყვანს და მისცემს დამატებით იმპულსს კარიერის განსავითარებლად

გასული წლის ინფორმაცია

ნახეთ გასული წლის ჩემპიონატის შედეგები Facebook-ზე, Twitter-ზე და Instagram-ზე ჰეშტეგით #ACAWC. ADOBE მსოფლიო 2023 ჩემპიონატში საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში დასახელდა. განსაკუთრებით, კი გვეამაყება ის ფაქტი, რომ გამარჯვებული #სტეპერი მარიამი გახდა, რომელმაც გრაფიკული დიზაინი, ნულიდან, IT აკადემია STEP-ში შეისწავლა

ვისთვისაა ჩემპიონატი?

მათთვის ვინც არის 13-დან 23 წლამდე ასაკის და სერტიფიცირებულია 2023 წლის 16 ივნისიდან – 2024 წლის 15 ივნისამდე ADOBE-ის მიერ

პრიზები

I ადგილი

 $ 8,000
თასი
მედალი
სერტიფიკატი

II ადგილი

 $ 4,000
მედალი
სერტიფიკატი

III ადგილი

 $ 2,000
მედალი
სერტიფიკატი

დედლაინები

12 მაისი, 2024

სერტიფიცირების ბოლო დღე

 

17 მაისი, 2024

რეგიონული ჩემპიონატის დღე 

28-31 ივლისი, 2024

მსოფლიო ჩემპიონატი, აშშ 

რა არის რეგიონული ჩემპიონატი

რეგიონული ჩემპიონატზე მონაწილეებს ექნებათ 8 საათი იმისთვის, რომ დავალების შესაბამისად შექმნან გრაფიკული ნამუშევრები – პრინტ ბანერები

8 საათიანი მარათონის დასრულების შემდეგ, ჟიურის წევრები შეაფასებენ წარმოდგენილ ნამუშევრებს, გამოავლენენ 3 გამარჯვებულს საიდანაც 30%იქნება ქალი

ჩემპიონატის ეტაპები

როგორ მივიღოთ მონაწილეობა?

მონაწილეობისთვის საჭიროა გახდეთ სერტიფიცირებული! ეცადეთ სერტიფიცირების დროს აიღოთ მაქსიმალური ქულები. გახსოვდეთ, მხოლოდ 30 უმაღლესი ქულის მქონე მონაწილე მოხვდება კრეათონზე!

სერტიფიცირებისთვის დარეგისტრირდი

პროექტში მონაწილეობისთვის აუცილებელია სერტიფიცირებული იყოთ

ADOBE-ის ორივე პროგრამაში

გალერეა

წესები

გადმოტვირთეთ ჩვენს მიერ მომზადებული წესების დოკუმენტი და გაიგეთ მეტი.

FAQ

Adobe Certified Professional World Championship, წარმოდგენილი Certiport-ის მიერ, არის გლობალური შეჯიბრი, რომლის მიზანიც Adobe-ის პროგრამული უზრუნველყოფების მომხმარებელი შემდეგი თაობის პროფესიონალი დიზაინერების იდენტიფიცირებაა. The World Championship 2024 წლის 28 ივლისიდან – 31 ივლისამდე, კალიფორნიის შტატის ქალაქ ანაჰეიმში შეკრებს ყველა რეგიონულ ჩემპიონს ფინალური პროექტის გამოწვევისთვის. მონაწილეებს ფინალურ პროექტზე სამუშაოდ მოცემული ექნებათ ინსტრუქციები, პროექტის მოთხოვნები და საშუალებები. სტუდენტები ამ დავალების შესასრულებლად გამოიყენებენ Adobe Photoshop-სა და Adobe Illustrator-ს.

მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა უნდა ჩააბარონ ADOBE Photoshop-ის და ADOBE Illustrato-ის გამოცდა 2024 წლის 12 მაისამდე.

Adobe Certified Professional Visual Communication – Adobe Photoshop-ის გამოყენებით

Adobe Certified Professional in Graphic Design & Illustration – Adobe Illustrator-ის გამოყენებით

იმისათვის, რომ სტუდენტებმა შეძლონ Adobe Certified Professional World Championship-ში მონაწილეობის მიღება, რომელსაც Certiport აორგანიზებს, კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ ასაკობრივ კრიტერიუმს, რაც 13-დან 23 წლამდე განისაზღვრება (2024 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით).

ქულების მიხედვით მომდევნო ეტაპზე გადავა 30 საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილე.

რეგიონული ჩემპიონები დაესწრებიან მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპს (World Championship Round) და კონკურსში მონაწილეობას Adobe-ის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით მიიღებენ, სადაც პირველ, მეორე და მესამე ადგილოსნებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული შესრულებული პროექტების შეფასების საფუძველზე მიენიჭებათ.

მსოფლიო ჩემპიონატის რაუნდის თითოეული მონაწილე პასუხისმგებელი იქნება საკუთარი თავის შესაბამისი გამოცდისთვის მომზადებაზე. IT Academy STEP უზრუნველყოფს რომ რეგიონულ ჩემპიონატზე იყოს ისეთი გარემო და პირობები როგორიც მსოფლიო ჩემპიონატზე არის, რათა ხელი შეუწყოს თითოეულ სტუდენტს უკეთ გაიგონ როგორი სიტუაცია იქნება მსოფლიო ჩემპიონატზე.

საქართველოში Certiport-ის ავტორიზებული საგამოცდო ცენტრია IT Academy Step

არ არსებობს გამოცდაზე გასვლის რაოდენობრივი შეზღუდვა. ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია იმდენჯერ გაიაროს გამოცდა, რამდენჯერაც მას ამის სურვილი ექნება, იმ პირობით, თუ იგი არ არღვევს Adobe Certified Professional-ის გამოცდის გადაბარების პოლიტიკას. სტუდენტები, რომლებიც არ დაემორჩილებიან Adobe Certified Professional-ის გამოცდის გადაბარების პოლიტიკას, დაუყოვნებლივ დისკვალიფიცირებული იქნებიან ჩემპიონატიდან. Certiport იტოვებს უფლებას მოახდინოს სტუდენტების დისკვალიფიკაცია შესაბამისი მიზეზის გამო.

არა, მსოფლიო ჩემპიონატი რადიკალურად განსხვავებულია. თქვენ შექმნით პროექტს არაკომერციული კლიენტისთვის. ეს ნიშნავს, რომ მოგიწევთ გამოიყენოთ სასერტიფიკატო გამოცდის უნარები რეალური პროექტის შესასრულებლად.

პარტნიორები

საკონტაქტო ინფორმაცია

მეილი: acachampionship@itstep.ge

მისამართი: ალ.ყაზბეგის 34/34ბ

ტელეფონის ნომერი: +995 (32) 2 155 551